Saturday, December 12, 2009

1.თემა: "დამწერლობის განვითარება და უცხოური წარმოშობის ლექსიკური ერთეულები ქართულში"
2.პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეებმა გაიფართოვონ თვალსაწიერი, წარმოდგენა იქონიონ დამწერლობის წარმოშობაზე, ქართული დამწერლობის ისტორიაზე, სხვადასხვა ენიდან შემოსულ ლექსიკაზე, მათი გამოყენების მასშტაბებზე.
3.პროექტის სრული აღწერა: მოსწავლებმა ისწავლონ ქართული დამწერლობის წარმოშობა, მისი განვითარების საფეხურები და მისი გავრცელების საუკუნეები; შეძლონ ლექსიკონის გამოყენება და ქართულ ლექსიკაში შემოსული უცხო სიტყვების დაჯგუფება; განსაზღვრა იმისა, რომელ საუკუნეებშია შესაძლებელი ამ სიტყვების შემოსვლა ქართულ ენაში; დადგენა იმისა, დამწერლობის რომელი ნიმუშით შესრულდებოდა ის ტექსტები, რომლებშიც ამ ენებიდან შემოსული სიტყვები გვხვდება მათი შემოსვლის საწყის ეტაპზე; სხვა და სხვა ეპიგრაფიკული დამწერლობის ნიმუშის ან სხვა და სხვა საუკუნის ტექსტის ფრაგმენტის მაგალითებზე ზემოთჩამოთვლილის გათვალისწინებით დადგენა იმისა, დამწერლობის რომელი ნიმუშითაა ტექსტი შესრულებული, რომელ საუკუნეს შეიძლება მივაკუთვნოთ იგი დამწერლობის ამ ნიმუშისა და უცხო ენიდან შემოსული სიტყვების მიხედვით.
4.მონაწილეთა ასაკი/კლასები: მე-6, მე-7 კლასის მოსწავლეები.
5.ვადები/ხანგრძლივობა: 2 კვირა.
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:სხვა და სხვა ლექსიკონის (ქართული ენის განმარტებითი ლექსკონის, სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონის, უცხო სიტყვთა ლექსიკონის) გამოყენებით მოსწავლეებს ევალებათ დააჯგუფონ ქართულ ენაში შემოსული სპარსული, არაბული, თურქული, ბერძნული, რუსული, ინგლისური წარმოშობის სიტყვები. მსჯელობის საფუძველზე უნდა დაასკვნან ამ ენებიდან ამ სიტყვების შემოსვლა რომელ საუკუნეებშია შესაძლებელი, ასევე უნდა დაასკვნან, ქართული დამწერლობის განვითარების რომელი ნიმუშით (ასომთავრულით, ნუსხა-ხუცურით, მხედრულით) შეიქმნებოდა ამა თუ იმ საუკუნით დათარიღებული ტექსტები. ტექსტებზე დაკვირვებით დადგენა იმისა, რომელ საუკუნეებს შეიძლება მივაკუთვნოთ ისინი დამწერლობის საფეხურისა და მასში გამოყენებული უცხოური წარმოშობის ლექსიკის მიხედვით.პრობლემების გადაწყვეტა კლასში. მასალების მოძიება ინტერნეტის გამოყენებით. პრეზენტაციის მოწყობა. დისკუსიის გამართვა. ბლოგების შექმნა.
7.მოსალოდნელი შედეგი/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: შეიძენენ კვლევის, კომპიუტერულად დამუშავების უნარ-ჩვევებს. ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას,თანამშრომლობას და გახდებიან უფრო კომუნიკაბელურები. გაეცნობიან ძველ ქართულ ტექსტებს. წარმოდგენა შეექმნებათ მსოფლიოში გავრეცელებული დამწერლობის სახეებზე, კონსონანტურ, სილაბურ, იეროგლიფურ დამწერლობაზე.
8.სარგებელი სხვებისთვის: უცხო, საზღვარგარეთის ქვეყნებთან კავშირით გამოწვეული გავლენა ქართულზე და კერძოდ ქართულ ლექსიკაზე. ისტორიასთან კავშირი.
9.სამუშაო ენა: ქართული.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული ლიტერატურისა და გრამატიკის როლი, მისი ცოდნის აუცილებლობა კონკრეტული კვლევის ჩატარების დროს.
ისტორია - გაეცნონ საქართველოს კავშირს სხვა ქვეყნებთან სხვადსხვა საუკუნეში.
უცხო ენა - ინფორმაციის მოძიების დროს საჭირო ინფორმაციის თარგმნა.
ისტ - კვლევა წარმოებს ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით.
11.მონაწილეები სხვა სკოლიდან:
12.პროექტის ფასილიტატორის სახელი: თამარ ხასია.
13. პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: t.khasia@gmail.com
14. პროექტის ფორუმი:
15. პროექტის ვებ. ბლოგი:http://qartuli-project.blogspot.com